Monday 1 April 2013

სიქა აცხადებს აპრილის კონკურსებს

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა აცხადებს 2 კონკურსს:

1. "აქტიური ბლოგი" -  ბლოგის თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ბლოგზე აუცილებლად უნდა განთავსდეს ინფორმაცია პროგრამისა (PH International, USAID, სიქა) და  ბლოგის ავტორის შესახებ. მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებს 9-12 კლასებიდან.
ბლოგის შეფასების კრიტერიუმები:

  • არჩეულ თემასთან შესაბამისობა;
  • პოსტები სხვადასხვა თემატიკაზე (ერთი თემის რამოდენიმე პოსტი ჩაითვლება 1 პოსტად). 1 თემატური პოსტი -2 ქულა, შესაბამისი სურათი -1 ქულა, ვიდეო - 3 ქულა(თუ ბლოგის ავტორის დამზადებულია, ტიტრებში მითითებით), 1 ქულა (სხვა ავტორის ვიდეო გაზიარებული ბლოგზე).
  • გამოხმაურება მკითხველის მხრიდან (შინაარსიანი კომენტარები). თითო კომენტარი -1 ქულა.
  • დაითვლება მხოლოდ 2013 წლის აპრილში გამოქვეყნებული პოსტები.
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული ბლოგერი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ახლადშექმნილ კლუბებსაც..

2. "ვიდეო კონკურსი სამოქალაქო კლუბებისთვის" - კონკურსში მონაწილე სამოქალაქო კლუბებმა უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა ტიპის ვიდეოები: გამოკითხვა, ინტერვიუ, სიუჟეტი, ვიდეორგოლი. ვიდეოს თემატიკა: სამოქალაქო კლუბი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, თანამშრომლობა თვითმმართველობასთან, აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჯანსაღი ცხოვრება, ინტეგრაცია-ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, ადვოკატირება ან სამოქალაქო განათლების სხვა თემატიკა. ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს ინფორმაცია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შესახებ (PH International, USAID, სიქა). ასევე სამოქალაქო კლუბის შესახებაც. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის სამიზნე სკოლებს ქვემო ქართლის რეგიონში.  გაიმარჯვებს კლუბი, რომელიც ყველაზე მეტ და სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს დააგროვებს. ვიდეოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 წლის აპრილში, უმჯობესია Youtube-ს პორტალზე. ვიდეოს ლინკი უნდა სიქა-ს უნდა მიაწოდონ ელ.ფოსტაზე  civic.siqa@gmail.com 
კონკურსი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით. 2 მაისს გამოცხადდება გამარჯვებული სამოქალაქო კლუბი.

No comments:

Post a Comment