Monday 29 April 2013

ახალგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპი რუსთავში

2013 წლის 27 აპრილს რუსთავის დემოკრატიულ ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ფორუმის მიზანი იყო, მოსწავლეებს გამოეკვლიათ თემის ადგილობრივი საჭიროებები, მოეძებნათ პრობლემის გადაჭრის გზები, შეემუშავებინათ რეკომენდაციები და ეთანამშრომლათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ფორუმს 40 სკოლის 70 წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფების მიერ შემუშავებულ იქნა 5 პროექტი თემებზე : გარემოს დაცვა, უსაფრთხო გზა,ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტი - ჯანსაღი ცხოვრების წესი, ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება.  ფორუმზე  მოწვეული იყვნენ სტუმრები : ნინო ბასილაშვილი - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ლეილა აფციაური - რუსთავის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, წევრი, ეკატერინე ფავლენიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელ-ლი, გვანცა მაღლაკელიძე - კომპანია "ჯეობიტის" PR-მენეჯერი, კახა ფაშურიშვილი - ბარ "ბიზარის" მენეჯერი, რომლებსაც საინიციატივო ჯგუფებმა წარუდგინეს თავიანთი პროექტები.
სტუმრებმა ყურადღებით მოუსმინეს მოსწავლეებს, შეკითხვებიც დაუსვეს და ბოლოს თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს თითოეულიპროექტის მიმართ. ფორუმის შედეგად გამოიკვეთა ის პროექტები, რაზეც ითანამშრომლებენ ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

No comments:

Post a Comment