Monday 15 April 2013

ტრენინგი "ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია"

12 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ინფექციური დაავადებების გზები და მისი პრევენცია". ტრენინგი მოეწყო პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ორგანიზებით, რომელსაც დაესწრო მარნეულის #5, #6 და კუმისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, სულ 30 მონაწილე. ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია "ინდიგოს" წარმომადგენლები - ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი. თავდაპირველად ტრენერებმა ვრცლად ისაუბრეს ინფექციურ დაავადებებზე, მათ წარმოშობის გზებზე და თუ რა ზიანს აყენებენ ეს დაავადებები ადამიანის ორგანიზმს. მოსწავლეებისთვის წარმოდგენილ პრეზენტაციაში უფრო ნათლად იყო წარმოჩენილი ეს პროცესი. შემდეგ ტრენერემა ისაუბრეს ინფექციური დაავადებების პრევენციაზე.
ტრენინგის დასაწყისში და დასრულებისას ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტრენინგის მონაწილეებმა ყურადღებით მოუსმინეს გამომსვლელებს და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს აღნიშნულ თემაზე.
ტრენინგის დასასრულს "ინდიგოს" წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოსწავლეთა და პედაგოგთა საინტერესო შეკითხვებს.
მსგავს შემეცნებითი სახის ტრენინგებს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა კვლავ შესთავაზებს პროგრამის სამიზნე სკოლებს.

No comments:

Post a Comment