Thursday 23 February 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლში

23 თებერვალს რუსთავის, გარდაბნის, კრწანისისა და გამარჯვების საკოლო სამოქალაქო კლუბების  21 აქტიური წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მოსწავლეებს იუსტიციის სახლში მასპინძლობა გაუწია ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ, რომელმაც მოგვიანებით პრეზენტაცია გააკეთა სამინისტროს ძირითადი საქმიანობებისა და თანამშრომლების შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს  მომსახურების ყველა სერვისი გააცნო.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს. მიღებული უამრავი ინფორმაციიდან მათ რანჟირება მოახდინეს სარგებლიანობის მიხედვით  და რამდენიმე მათგანისთვის მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი გახდა სამომავლოდ პროფესიის არჩევაში, კერძოდ,  ინფორმაცია
  • სტუდენტური  სტაჟირების შესახებ;
  • იუსტიციის თანამშრომლების პროფესიული გადამზადების შესახებ;
  • სამინისტროს მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ. 
ვიზიტის შედეგად მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო კლუბების საქმიანობაში, რათა მომავალში მსგავს ვიზიტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობის მეტი შანსი მიეცეთ. 

No comments:

Post a Comment