Thursday 16 February 2012

ბლოგების კონკურსი

PH-International ბლოგების კონკურსს წელს ორჯერ ჩაატარებს.
პირველი კონკურსი გამოცხადდება დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში. კონკურსის მონაწილე ბავშვებს და პარტნიორ ორგანიზაციებში სოციალურ მედიაზე პასუხისმგებელ პირებს დაეგზავნებათ კითხვარები და ისინი თავად აირჩევენ გამარჯვებულ ბლოგებს. ანუ მოეწყობა გამოკითხვა და ის ბლოგები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ იქნებიან გამარჯვებულები.
გამარჯვებულები ადგილებზე, პარტნიორ ორგანიზაციებში დაჯილდოვდებიან.
ბლოგების პირველი კონკურსი დაეხმარება კონკურსის მონაწილე ბავშვებს უკეთ გაიცნონ თავიანთი მებგობრების ნამუშევრები. ეს იქნება ერთგვარი მოსამზადებელი კონკურსი მეორე უფრო დიდი და მაშტაბური კონკურსისათვის რომელის ჩატარებისას მოვიწვევთ კომპეტენტურ ჟიურის და დაჯილდოვება თბილისში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გაიმართება.
რაც შეეხება კონკურსის პირობებს, ორი უმთავრესი პირობაა:
1. კონკურსში მონაწილე ბლოგი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2011 წლის სექტემბერზე უფრო ადრე.
2. ბლოგების კონკურსში მხოლოდ პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწიელობის მიღება
იმ ბავშვებს რომლებმაც 2011 წლის სექტემბრამდე გაიარეს ტრენინგი და შესაბამისად უფრო ადრე დაარეგისტრირეს ბლოგები ორი არჩევანი აქვთ:
1. ხელახლა დაარეგისტრირონ ბლოგი და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში
ან
2. გააქტიურონ თავინთ ბლოგებზე მუშაობა რათა მონაწილეობნა მიიღონ მეორე დონის ტრენინგში. როგორც იცით წელს ჩატარდება მეორე დონის ტრენინგი იმ ბავშვებისათვის, რომლებმაც 2011 წლის სექტემბრამდე დაარეგისტრირეს ბლოგები და უკვე გამოცდილ ბლოგერებად ჩამოყალიბდნენ. თითო რეგიონიდან შეირჩევა სამი ასეთი ბავშვი, ისინი ჩამოვლენ თბილსში და აქ გაივლიან ტრეინინგს.

No comments:

Post a Comment