გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში
აქტივობა #4
„გავაუმჯობესოთ
გარემო თემში“
პერიოდი 11 თებერვალი - 7 მარტი  2013წ.
აქტივობის ეტაპები:
1.     
სამოქალაქო
კლუბის წევრები ირჩევენ თემში (სკოლის ტერიტორიის გარეთ!) ერთ პრობლემურ  (მაგ: დანაგვიანებულ, შესაკეთებელ, და სხვა)  ადგილს, უღებენ ფოტოს რათა დააფისიროთ  არსებული მდგომარეობა (11-17 თებერვალი) და აგზავნიან
ფოტოს (აღწერით, სად მდებარეობს ეს ადგილი, რა პრობლემაა)  მაილზე civic.siqa@gmail.com
17 თებერვლამდე ..
2.     
კლუბის წევრები ადგენენ გეგმას  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით
(ეს პროექტის აუცილებელი პირობაა) თუ როგორ გააუმჯობესებენ მდგომარეობას ამ ადგილას,
მიმართავენ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის
(17 – 24 თებერვალი)
3.     
ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წევრების აქტიური
ჩართვით მუშაობენ შერჩეულ ადგილას სიტუაციის გაუმჯობესებისათვის (მაგ: შეაკეთებენ,
ასუფთავებენ, კრეჭენ გაზონს, ღებავენ და სხვა..) , ფოტოზე აღბეჭდავენ მუშაობის  პროცესს.. (24 თებრვალი  -  3 მარტი)
4.     
აგზავნიან პროექტის მიმდინარეობის ანგარიშსა და განახლებული
ადგილის ფოტოს მითითებულ ელ ფოსტაზე (4-7 მარტი)
5.     
სიქა-ს გუნდი ავლენს პროექტის საუკეთესოდ განმხორციელებლებს. 
შეფასების კრიტერიუმები 
1.     
ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა;
2.     
სამუშაო  არეალის
ფართობი
3.     
თემის ჩართულობა 
გამარჯვებული 3 გუნდი გამოცხადდება
12 მარტს. 
გამარჯვებული
გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
პროექტში
ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს საჩუქრად საკანცელარიო მასალების ნაკრებს, მომავალი საკლუბო
აქტივობების უკეთ განხორციელებისათვის.
No comments:
Post a Comment