ქ. მარნეულის  #8  საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“-ს წევრებმა გამართეს შეხვედრა  მსოფლიოს რეკორდსმენ ველომრბოლელთან ბატონ ჯუმბერ
ლეჟავასთან.  შეხვედრა ჩატარდა 7 თებერვალს
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ბატონმა ჯუმბერმა ისაუბრა თავის მოგზაურობაზე
და სირთულეების დაძლევის შემთხვევებში, თავისი 
გამოცდილებაც გაუზიარა კლუბის მონაწილეებს. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის
რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ  კლუბის
წევრები და თავიაანთი მოსაზრებებიც გამოთქვეს. 
ვიზიტის დასასრულს,
მსოფლიო რეკორდსმენმა „ჩემები“-ს  კლუბს საჩუქრად
დაუტოვა თავისი ხელნაწერი, რომლითაც გამოხატა დიდი პატივისცემა  აქტიური მოსწავლეების  მიმართ,  გადასცა თავისი დაწერილი წიგნები და  გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.

No comments:
Post a Comment